თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, საქართველოს, მადრიდის სამიტის პარალელურად სტუმრობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას ალიანსის დღის წესრიგში.

შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ და ქვეყნის უსაფრთხოების გარემო და საგარეო პრიორიტეტები მიმოვიხილეთ. სტუმრებთან შეხვედრისას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების ერთგული რჩება და სრულად იზიარებს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რასაც ევრო ატლანტიკური სივრცე ემყარება. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით მკვეთრად გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს, რომელიც განსაკუთრებით საგანგაშო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ერთადერთი სწორი გზა რეგიონში ალიანსის გაფართოება და მისი წარმომადგენლობის გაზრდაა", - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია, გიორგი ხელაშვილი, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე და ჰერმან საბო დაესწრნენ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს