გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ჰაუბიცებს მიაწვდიან

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს ჰაუბიცას მიაწვდიან, - sky news-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.
მადრიდში, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 12 ჰაუბიცის გარდა, რომელიც ქვეყნებმა უკვე გაგზავნეს უკრაინაში, თითოეული მათგანი კიდევ სამ-სამ საარტილერიო იარაღს მიაწვდის.
„ვაჩვენებთ ჩვენს სიმტკიცეს და ერთგულებას უკრაინის მიმართ და არ დავთმობთ ამ რუსული აგრესიის წინაშე“, - აღნიშნა კაისა ოლონგრენმა.

























