ვოლიდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინას 2 811 რაკეტა ესროლა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მიმართულებით გასროლილი რაკეტების საერთო რაოდენობა უკვე 2 811-ია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ყველა საერთაშორისო ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ რუსეთმა, სახელმწიფო ტერორიზმის გამო, პასუხი აგოს.
„ვსარგებლობთ ყველა საერთაშორისო ბერკეტით, რათა სახელმწიფო ტერორიზმის გამო რუსეთმა პასუხი აგოს. ყველაფრისთვის, რასაც რუსული არმია უკრაინელების წინააღმდეგ აკეთებს კრემენჩუკში, ოჩაკოვში, ლისიჩანსკში, ხარკოვში, დნიპროში, უკრაინის ბევრ, ბევრ სხვა ქალაქში. ამ საღამოს მდგომარეობით, რუსული რაკეტების ჯამური რაოდენობა, რომლითაც ჩვენს ქალაქებს დაარტყეს, უკვე 2 811-ია და კიდევ რამდენი ბომბი, რამდენი საარტილერიო ჭურვი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის სამართალდამცავი და სადაზვერვო უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამოავლინონ ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე.
„სახელები, სახეები და ყველა ინფორმაცია თითოეული ამ ტერორისტის შესახებ მსოფლიოსთვის გახდება ცნობილი. პასუხისმგებლობას ვერც ერთი ვერ აირიდებს და ამ ადამიანებისთვის პირადი სანქციები არ იქნება საკმარისი. სასჯელი და თავისუფლების აღკვეთა არის მინიმალური, რასაც ისინი იმსახურებენ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

























