სუმის ოლქის საზღვრისპირა რეგიონებში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი „ტელეგრამზე“ წერს.
"დღე იყო "ცხელი" და ძალიან ხმამაღალი. სამწუხაროდ, ყველაზე უარესი მოხდა: ჩვენ დავკარგეთ ადამიანები. ორი დაიღუპა, სამი დაშავდა", - განაცხადა ჟივიცკიმ.
მან განმარტა, რომ დილის 10 საათის შემდეგ მტერმა დაიწყო კრასნოპოლისა და ველიკოფისარევსკაიას თემების ცალკეული დასახლებების დაბომბვა. განახორციელა საჰაერო თავდასხმები: რუსებმა შვეულმფრენებიდან 20-მდე რაკეტა გაუშვეს.
„დილის 11 საათის შემდეგ კი ორკებმა ცეცხლი გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადიდან“, - აცხადებს ჟივიცკი.
მისივე თქმით, შუადღიდან რუსებმა კრასნოპოლის სოფლების წინააღმდეგ დაახლოებით 50 საარტილერიო გასროლა განახორციელეს, ისინი ასევე ისროდნენ ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნიდან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"