ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს - გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება, თქვენ იქნებით შემდეგი - ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს მოუწოდებს, ომის ფონზე უკრაინას მიაწოდონ „ყველაფერი, რაც სჭირდება“.

მისი თქმით, თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მეტი ქვეყანა გახდება თავდასხმის შემდეგი სამიზნე.

”გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება. თქვენ იქნებით შემდეგი. ეს თქვენს კარზე თვალის დახამხამებაში დააკაკუნებს", - აღნიშნა კლიჩკომ.

კიევის მერმა დასავლურ ძალებს სთხოვა, დაეხმარონ უკრაინელებს ომისა და პუტინის არმიის შეჩერებაში.

”თუ უკრაინა მარცხს განიცდის, თქვენ იქნებით შემდეგი. მოლდოვა იქნება შემდეგი. სასურსათო კრიზისი? ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ის ახლა არ შეჩერდება, ყველა ჩვენგანი დავზარალდებით. თავისუფალი სამყარო დაზარალდება. ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება,“- განაცხადა კლიჩკომ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო