რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში - რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება - იარაღის მიწოდებით თქვენ მხოლოდ ახანგრძლივებთ კიევის კრიმინალური რეჟიმის აგონიას

რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გაგრძელდება მანამ, ვიდრე უკრაინა არ შეწყვეტს დონბასის დაბომბვას და სანამ მისი ტერიტორიიდან საფრთხე არ შეწყდება, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა ბოლო მოგვეღო უკრაინის მიერ დონბასის დაბომბვისთვის და ასევე იმისთვის, რომ ქვეყანამ (რომელსაც დასავლური სახელმწიფოები დაეხმარნენ, რომ ანტირუსულ ქვეყნად ქცეულიყო) და მისმა ნაციონალისტურმა ხელმძღვანელობამ შეწყვიტონ საფრთხის შექმნა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის. სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს მიზნები არ მიიღწევა“, - განაცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, დასავლეთი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, კონფლიქტს ახანგრძლივებს.

„იარაღის მიწოდებით თქვენ მხოლოდ ახანგრძლივებთ კიევის კრიმინალური რეჟიმის აგონიას, რომელიც მზად არის მსხვერპლად გაიღოს საკუთარი მოსახლეობა. რაც უფრო ადრე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე მივა უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების მაგიდასთან რეალისტური პოზიციით და არა პომპეზური ლოზუნგებითა“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით