გუბერნატორი - ბრძოლა გრძელდება ლისიჩანსკის ყველა დასახლებაში

გუბერნატორი - ბრძოლა გრძელდება ლისიჩანსკის ყველა დასახლებაში

უკრაინის ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ბრძოლა ლისიჩანსკის ყველა დასახლებაში გრძელდება.

„ორკები" ცდილობენ ჩვენი თავდაცვითი ძალების გარღვევას, მაგრამ ვერ ახერხებენ, შემდეგ კი მათთვის ყველაზე საყვარელ გზას - ტოტალურ განადგურებას მიჰყვებიან. დაბომბვა მუდმივად გრძელდება, ნგრევა კატასტროფულია,“- წერს გაიდაი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსებმა ლისიჩანსკში ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს.

„ორკებს" რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ როგორც პირად შემადგენლობაში, ასევე აღჭურვილობაში, მაგრამ ბრძოლის ოსტატობაში - ჩვენი დამცველები გაიმარჯვებენ,“- წერს გაიდაი.

შეგახსენებთ, სერჰი გაიდაიმ გუშინ განაცხადა, რომ ლისიჩანსკი, უკრაინის არმიის უკანასკნელი ფორპოსტია ლუგანსკის ოლქში.