„აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და - ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო აცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს, რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.

მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

"თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.

მისი ინფორმაციით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ, ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული 144-დან "აზოვსტალის" 95 დამცველია. მათ შორის 43 „აზოვის” პოლკის სამხედროა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე