გუბერნატორი - ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოკუპანტებმა სუმის ოლქს ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან, თვითმავლი საარტილერიო დანადგარიდან და ვერტმფრენებიდან გაუხსნეს, - ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი „ტელეგრამზე“ წერს.

მისივე თქმით, ველიკოფისარევსკაიას თემში რუსებმა ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გახსნეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, ვერტმფრენიდან 10 რაკეტა ისროლეს. მოგვიანებით კი თემის ტერიტორიის მიმართულებით კიდევ 4 რაკეტა გაისროლეს.

„დაბომბვის შედეგად დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო შენობა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე