უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ „ზმეინზე“ „პანცირის“ სარაკეტო სისტემას დაარტყეს

უკრაინის დამცველები აგრძელებენ ოპერაციას შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინზე“, სადაც მათ მოახერხეს დარტყმის განხორციელება კიდევ ერთ „პანცირის“ სარაკეტო სისტემაზე, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

„გარდა ამისა, ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს 40 ოკუპანტი და ბევრი რუსული ტექნიკა სამხრეთში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინზე“ ოპერაცია გრძელდება. უკვე დადასტურებულია კიდევ ერთი სარაკეტო კომპლექსის „პანცირ - C1“ მარცხის შესახებ“, - აცხადებენ ოპერატიული სარდლობაში.

მათივე თქმით, გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ წარმატებით შეასრულა 7 საჰაერო დარტყმა საბრძოლო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტების, მოწინააღმდეგის აღჭურვილობის და საბრძოლო მასალების ორი საცავის წინააღმდეგ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს