Amnesty International-ის დასკვნით, რუსულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც მარტში მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International-ის გამოძიების დასკვნის მიხედვით, რუსულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც მარტში მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ახალ მოხსენებაში: „ბავშვები: თავდასხმა დონეცკის რეგიონულ აკადემიურ დრამატულ თეატრზე მარიუპოლში“, ორგანიზაცია დოკუმენტურად ადასტურებს, რომ რუსულმა ძალებმა თეატრი განზრახ ამოიღეს მიზანში მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის თავშესაფარი იყო. ორგანიზაციის თქმით, ეს არის აშკარა ომის დანაშაული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, Amnesty International-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა გამოკითხა მრავალი გადარჩენილი ადამიანი, შეაგროვა ვრცელი ციფრული მტკიცებულება და დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიერ განხორციელდა.

„რამდენიმეთვიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ დაბომბვა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ჩადენილი. ამ დაუნდობელი თავდასხმის შედეგად, ბევრი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. მათი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსულ ძალებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები გამიზნულად ჰყავდათ მიზანში ამოღებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და ყველა სხვამ, რომელთაც ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე იურისდიქცია აქვთ, ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ, როგორც ომის დანაშაული. ასეთი სიკვდილისა და ნგრევის გამოწვევაზე ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი“, - განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს