გენშტაბი - უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს მტრის შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ოკუპანტებს კლინოვისა და ნოვოლუჰანსკეს დასახლებების ტერიტორიაზე, მტერმა უკან დაიხია

ხარკოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს ადრე დაკავებული პოზიციების დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე ახორციელებდა დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან ქალაქ ხარკოვის რაიონებში, პიტომნიკის, უკრაინკას, პერემოჰას, დემენტიევკას, პრუდიანკას, კორობოჩკინისა და რუბიჟნეს დასახლებებში.

„უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ოკუპანტები უკუიქცნენ. ავიადარტყმები განხორციელდა პრუდიანკასა და ვერხნი სალტივის მახლობლად.

დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის დაბლოკვასა და საავტომობილო გზის ლისიჩანსკი - ბახმუტის მონაკვეთზე კონტროლი მოპოვებას. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ლისიჩანსკის, ვერხნიოკამიანკას და სივერსკის დასახლებების ტერიტორიებზე. განახორციელეს ავიაიერიში ვოვჩოიარივკას მახლობლად. მტერი ახორციელებს შეტევას ვერხნიოკამიანკას მახლობლად და თავდასხმებს ლისჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებები გრძელდება,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა ბერესტოვოს, პოკროვსკის და ზვანივკას მახლობლად, ხოლო საჰაერო დარტყმა - პოკროვსკის რაიონში.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ოკუპანტებს კლინოვისა და ნოვოლუჰანსკეს დასახლებების ტერიტორიაზე, ასევე მოიგერიეს თავდასხმა ვუჰლეჰირსკაიას თბოსადგურის მიმართულებით. ორივე შემთხვევაში მტერმა უკან დაიხია.

ავდიივკაში, კურახივკაში, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეში მტერმა დაბომბა ვოდიანე, ავდიივკა, მარინკა, ვუჰლედარი, პოლტავკა, ნოვოუკრაინკის, ნოვოსილკასა და ორიხოვის რაიონები. განხორციელდა საჰაერო დარტყმები ჩვენს პოზიციებზე ავდიივკასა და შჩერბაკის მახლობლად. სცადა შტურმი პავლივკას რაიონში, მაგრამ უშედეგოდ და უკან დაიხია,“- აცხადებენ გენშტაბში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან