თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს მე-9 ფილიალი შეემატა. ახალი ფილიალი განახლებული შენობით, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და მრავალპროფილური სამედიცინო სერვისებით ფუნქციონირებს მისამართზე: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის 11ბ.

ტატიშვილის კლინიკის დიღმის ფილიალის ხელმძღვანელის, ლანა იორდანიშვილის განცხადებით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი საქართველოს სამედიცინო ბაზარზე 25 წელია არსებობს და ცდილობს, ღირებული სამედიცინო კომპეტენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მეშვეობით, საქართველოში ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების ხარისხი გააუმჯობესოს და ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო სამედიცინო დაწესებულების ღირსეული ადგილი შეინარჩუნოს.

მისივე თმით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მთავარი მისია მთელი საქართველოს მასშტაბით, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა.

„ჩვენი სამედიცინო ცენტრი მიისწრაფვის, საქართველოს სამედიცინო ბაზარზე ლიდერი კომპანია გახდეს და ამას ხელს ჩვენი 25 წლიანი გამოცდილება უწყობს, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, კომფორტულ გარემოს, ულტრათანამედროვე აპარატურასა და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალის მომსახურებას სთავაზობს.

ახალი ფილიალი მომხმარებლის ნებისმიერ საჭიროებაზეა მორგებული და სთავაზობს, როგორც მრავალპროფილურ ამბულატორიულ, ასევე გეგმურ ქირურგიულ სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო ცენტრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სრული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ლაბორატორიული სერვისების ფართო სპექტრი წარმოადგენს.

სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროცესია, სწორედ ამიტომ, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მომსახურების ხარისხის მონიტორინგს მუდმივად ახდენს და გასაუმჯობესებლად მუშაობს,“ - აღნიშნა ლანა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დროში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი ფილიალი, როგორც დანარჩენი ფილიალები, ყველა კერძო სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი იქნება და დაზღვეულებს მოემსახურება.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში