ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინულ ძალებს თავდაცვითი ხაზი ლისიჩენსკთან უჭირავთ - ძირითადი ბრძოლები კონცენტრირებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ

ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინულ ძალებს თავდაცვითი ხაზი ლისიჩენსკთან უჭირავთ - ძირითადი ბრძოლები კონცენტრირებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ, გამაგრდნენ და თავდაცვითი ხაზი ლისიჩენსკთან უჭირავთ. რუსულმა ჯარმა კი მიატოვა მდინარე სევერსკი დონეცკის გადაკვეთის მცდელობა და შემოვლითი გზით წავიდა. მტერი პოპასნაიას მიმართულებიდან უკრაინის პოზიციების ალყაში მოქცევას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

ძირითადი ბრძოლები ახლა კონცენტრირებულია ლისიჩენსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

რუსი სამხედროები არ ტოვებენ უკრაინის თავდაცვის ძალების ალყაში მოქცევის მცდელობას და ცდილობენ რაიმე წარმატების მოპოვებას მაინც იზიუმის მიმართულებაზე.

„სავარაუდოა, რომ უკრაინული ძალების შესაძლებლობა გააგრძელონ და გაწელონ საბრძოლო მოქმედებები და შემდეგ სათანადოდ დახიოს უკან ჯარი იქამდე სანამ ალყაში მოექცევა, ძველებურად იქნება საკვანძო ფაქტორი კამპანიის შედეგის თვალსაზრისით“,- აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.