მიხეილ ჩხენკელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსების დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსების დღეს ულოცავს.

მინისტრის განცხადებით, 30 ივნისი ქართული მეცნიერების ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 64 წლის წინ ამ დღეს, პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სახელით აგრძელებს საქმიანობას.

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართლაც არის ჩვენი ერის იდენტობის მაჩვენებელი, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდება. ის წარმოადგენს უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვან საცავს საქართველოში, რომელიც მსურველებს დღესაც აძლევს შესაძლებლობას, იხილონ უნიკალურ დარბაზებში თავმოყრილი გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, მათი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკები.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყოველთვის ექნება სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნულ საგანძურს – ჩვენს დიდებულ ხელნაწერებს.

გულითადად ვულოცავ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელსა და მთელ საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ცენტრში დასაქმებული ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან მართლაც ეროვნული მნიშვნელობის, საშვილიშვილო საქმეს!“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს