შალვა პაპუაშვილი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება - რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული პირები თუ ორგანიზაციები, ვინც ამ მოთხოვნით არგუმენტების გარეშე გამოდიან, ზიანს საკუთარ რეპუტაციას აყენებენ.

„ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი. ასე რომ, აქ მთავარი არის ის, ვინ რას ამბობს, მთავარია იმის უკან არსებობს თუ არა რაიმე არგუმენტი. როდესაც არგუმენტების გარეშეა ნათქვამი და კეთდება განცხადებები, პირიქით, იქნება ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, საკუთარ რეპუტაციას აყენებს ზიანს. რაც არ უნდა ბევრმა გააკეთოს განცხადება, თეთრს ვერ დაარქმევენ შავს, თეთრი არის ყოველთვის თეთრი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხზე მსჯელობისკენ თავდაპირველად ევროპარლამენტმა ევროპულ საბჭოს მოუწოდა. ევროპარლამენტმა აღნიშნულის შესახებ იმ რეზოლუციაში ისაუბრა, რომელიც 9 ივნისს მიიღო და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას სხვადასხვა პირები და ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან