კელი დეგნანი - თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან - რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

შეერთებული შტატები და ევროპა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები ცხოველების სადგომად მათი გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეგობრები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან.

„თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, რომ დაინახოთ. თქვენი მეგობრები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ,“- აღნიშნა ელჩმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია