მიხაილო პოდოლიაკი - იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ - მეტი იარაღი და უფრო მალე იქნება მშვიდობა ნაცისტური სიმბოლო Z-ს გარეშე

იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ. მოკლედ - მეტი იარაღი და უფრო მალე იქნება მშვიდობა ნაცისტური სიმბოლო Z-ს გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ეხმიანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარს, რომ კუნძულ „ზმეინიდან“ რუსი სამხედროების გაყვანა "კეთილი ნების ნიშნად განხორციელდა".

„ყველაფერი გეგმის მიხედვით? კიდევ ერთხელ, როგორც "კეთილი ნება", რუსული ძალები გაიქცნენ კუნძულ „ზმეინიდან“ - დადასტურებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ. ასე რომ, იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ. მოკლედ - მეტი იარაღი და უფრო მალე მშვიდობა ნაცისტური სიმბოლო Z-ს გარეშე,“- წერს პოდოლიაკი.

ის აქვე აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ წინადადებას: „გაანადგურა უკრაინულმა არმიამ“, რუსულად თარგმნიან როგორც, „უკან დახევა კეთილი ნების გამოსავლენად“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა