ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ აღიარონ თავიანთი ეკონომიკური კურსის მცდარობა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდონეზიელ კოლეგასთან, მოსკოვში გამართლ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასავლეთი ნებისმიერ პოტენციურ გლობალურ სასურსათო კრიზისში დაადანაშაულა.

„არაერგზის აღვნიშნეთ, რომ სურსათის ბაზრების დისბალანსი არის რიგი ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის, უკონტროლო ემისიისა და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვების პირდაპირი შედეგი და მდგომარეობა გაუარესდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან. თუმცა, დასავლეთის ქვეყნებს, არ სურთ აღიარონ თავიანთი ეკონომიკური კურსის მცდარობა, ისინი კიდევ უფრო ახდენენ გლობალური სოფლის მეურნეობის წარმოების დესტაბილიზაციას რუსული და ბელორუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესებით,” - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ კი განაცხადა, რომ მის ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე ომი მალე დასრულება სურს.

„მიუხედავად იმისა, რომ გარე სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, მაინც მნიშვნელოვანია [კონფლიქტის] მოგვარებისა და ღია დიალოგისკენ გადასვლა. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აღადგინონ თანამშრომლობის სულისკვეთება“, - განაცხადა ინდონეზიის ლიდერმა პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კრემლის ლიდერმა ინდონეზიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო.„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მიღწეული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთ-ინდონეზიის პარტნიორობას“,- დასძინა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა