ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მთავარი სიტყვა არის “ზმეინი“ - ის სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში

უდავოა, რომ დღეს მთავარი სიტყვა არის “ზმეინი“. როგორც ჩანს, „ზმეინის” შესახებ მხოლოდ იმ დღეს იყო ამდენი საუბარი, როდესაც იქ რუსული გემი შვიდა. შემდეგ გემი სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძული ისევ თავისუფალია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან მადლობა გამოუცხადა უკრაინის თავდაცვის დაზვერვას, "ალფას" მებრძოლებს, არმიის ავიაციისა და საჰაერო ძალების მფრინავებს, "ოლექსანდრიას" სარდლობის.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კუნძული სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში.

„“ზმეინის“ კუნძული სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ეს ჯერ კიდევ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ჩვენ მათ ნაბიჯ-ნაბიჯ განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან და ჩვენი ციდან,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა დონბასის რეგიონში არსებულო ვითარებაზე შეაფასა, როგორც „უკიდურესად მძიმე“ და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ბრძოლა ნამდვილი გმირობაა.

„დონბასში ვითარება კვლავ უმძიმესი, უკიდურესად მძიმე. ოკუპანტების საცეცხლე უპირატესობა ჯერ კიდევ უაღრესად ხელშესახებია - ისინი იყენებენ ყველაფერს თავიანთი რეზერვიდან , რომ დაგვარტყან: ლუგანსკის ოლქი, დონეცკის ოლქი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთ პირობებში იცავს ჩვენს პოზიციებს. ეს არის ნამდვილი გმირობა,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო