ოდესის ოლქში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, ნანგრევებიდან 10 ცხედარი ამოიყვანეს

ოდესის ოლქში რუსულმა ძალებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ოდესის ოლქში სტრატეგიული თვითმფრინავით შავი ზღვის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, მეორე - სარეკრეაციო ცენტრს ბელგოროდ-დნესტრის რაიონში. კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად დანგრეულია, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. 7 დაშავებულს, მათ შორის 3 ბავშვს, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

გრძელდება ნანგრევების გაწმენდა და ასევე, სახლთან მდებარე მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის წინაღმდეგ ბრძოლა.

"რეკრეაციულ ცენტრში ხანძარი არ დაფიქსირებულა, მხოლოდ ნგრევაა. არიან დაშავებულები, მათი რაოდენობა ზუსტდება", - აცხადებენ სარდლობაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან