„ქართული ოცნების“ წევრი - უგულავა ფოთში ერთხელ უკვე დამარცხდა - ხალხს აგრესია აქვს პოლიტიკაში ამ გადასაშენებელ დინოზავრებზე

„ქართული ოცნების“ წევრი ბაქარ ერაგია აცხადებს, რომ გიგი უგულავას გუბერნატორობის დროს დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა და მის მიმართ მოსახლეობას აგრესია აქვს.

„ევროპული კამპანიის სახელით მოღალატე უგულავა ჩამოდის ქალაქში, რომლის გუბერნატორობის დროსაც დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა. ამის შემოქმედი ჩამოდის ფოთში და ლამაზი, ღიმილიანი სახით გვიმტკიცებს, რომ თვითონაა ევროპა, მაშინ როდესაც რუსული ფინანსებით მოდიან. მაშინ როდესაც " სირცხვილიას" ადმინისტრატორი რუსეთში მცხოვრებია, თვალში ნაცარს გვაყრიან. რა თქმა უნდა, ევროპული კამპანია სხვა რამ არის და არ ნიშნავს, რომ რუსული ფულით აკეთო მოღალატეობრივი საქმე. ჩვენ ამ მოღალატეების წინააღმდეგი ვართ და არა ევროპის წინააღმდეგი. ევროპული მოძრაობა და მოქმედება არ არის ის, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ, ან ეს პერიოდი აკეთებდნენ. უგულავა ფოთში ერთხელ უკვე დამარცხდა, აქედან წავიდა და კიდევ ერთხელ დამარცხებული წავა. ხალხს აგრესია აქვს პოლიტიკაში ამ გადასაშენებელ დინოზავრებზე, რომლებმაც ფოთში მაგალითად, უამრავი ბიზნესი დააყაჩაღეს", - განაცხადა საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა ბაქარ ერაგიამ.

შეგგახსენებთ, ფოთში, „შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილის დაუპირისპირდნენ. საინფორმაციო კამანიის ორგანიზატორების ცნობით, პირებს შორის რომლებიც ხელისუფლებამ ადგილზე მიიყვანა ფოთის საკრებულოში, "ქართული ოცნების" წევრები, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები არიან.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს