„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, თეა კატუკიას საქმიანობით უკმაყოფილო იყო.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტი თეა კატუკიას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა.
„ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანის შესახებ, თუმცა არ ვიცი რამდენად სწორი იქნება, რომ პარტიის თავმჯდომარე საუბრობდეს ყოფილ ელჩზე. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მასზე. მაინც და მაინც კარგი არ არის ეს ინფორმაცია, მათ შორის, თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც სრულიად უკმაყოფილო იყო მის მიერ გაწეული საქმიანობით, არ ელაპარაკებოდა საერთოდ მას გარკვეული მიზეზების გამო“,- აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და მიზეზად „საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლა” დაასახელა. მისივე განცხადებით, ფუნქციის შესრულება შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, რაც დიპლომატის შეფასებით, „სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"