თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა წარმატებით ხორციელდება. სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების გზებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით საქართველოს მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი ესტუმრა.

„ბრიგადის გენერალ სტეფან კოვიტცს გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალი სტეფან კოვიტცი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს, ეროვნული გვარდიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ავთანდილ აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასეს და ყურადღება სამხედრო სამედიცინო სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს.

გენერალი სტეფან კოვიტცი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო. გერმანელი გენერალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას ხელმძღვანელობს და საქართველოს მეოთხედ სტუმრობს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა წარმატებით ხორციელდება. სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების გზებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით საქართველოს მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი ესტუმრა.

„ბრიგადის გენერალ სტეფან კოვიტცს გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალი სტეფან კოვიტცი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს, ეროვნული გვარდიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ავთანდილ აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასეს და ყურადღება სამხედრო სამედიცინო სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს.

გენერალი სტეფან კოვიტცი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო. გერმანელი გენერალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას ხელმძღვანელობს და საქართველოს მეოთხედ სტუმრობს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის