ოლექსი რეზნიკოვი -  ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწებს, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიცავთ მთელ ევროპულ კონტინენტს - მოდი, ერთად დავამარცხოთ მტერი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე მოკლული და დაჭრილი რუსების რაოდენობას ასახელებს.

მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 30 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის მოკვლა შეძლეს, 90 000-ზე მეტი კი დაჭრეს.

„უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. რუსეთის ხელმძღვანელობა ბევრ ოკუპანტს „დაკარგულის" სტატუსს ანიჭებს, რათა ფულადი კომპენსაცია არ გადაუხადოს მათ ოჯახებს", - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა ცდილობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიოს, ამასთან, რუსეთი იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე გვიანია პუტინისთვის „სახის გადარჩენა“, რაზეც უკრაინის ზოგიერთი პარტნიორი ჯერ კიდევ მიანიშნებს.

„ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპინში, მარიუპოლში სისასტიკისა და დანაშაულის შემდეგ... ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწებს, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიცავთ მთელ ევროპულ კონტინენტს. მოდი, ერთად დავამარცხოთ მტერი", - განაცხადა რეზნიკოვმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა