ნათია მეზვრიშვილი - ირაკლი კობახიძის ბრიფინგში ადამიანების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა ამოვიკითხე

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაში „ადამიანების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა“ ამოიკითხა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ირაკლი კობახიძის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა გავლენის ჯგუფების აღმოფხვრასა და რეალურ დეოლიგარქიზაციაზე.

„მზად ვართ ნებისმიერ მაგიდასთან დავსხდეთ, ნებისმიერი პროცესის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ ჩვენი რვა პუნქტით, რომელიც პრინციპში ერთი-ერთში შეესაბამება რეალურ რეფორმებზე მოთხოვნას, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ იმ მაგიდასთან, რა მაგისთანაც დავსხდებით, რეფორმების შესრულების ნება იქნება რეალური. ნახეთ, დღეს კობახიძემ რა განცხადებაც გააკეთა და რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რეალურად ამ ერთობას სჭირდება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ ხომ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ და კარგად გვესმის წვრილ-წვრილ ჯგუფებად დანაწილება კი არა, ტექნიკურ დონემდე ამ პროცესის დაყვანა კი არა, ფართო პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს.

დღეს მე რა ამოვიკითხე იცით? კიდევ ერთი მცდელობა ამოვიკითხე ამ ბრიფინგში ადამიანების მოტყუების. დღეს მე არ მომისმენია გავლენის ჯგუფებზე არცერთი კომენტარი ბატონი კობახიძისგან, არ მოგვისმენია, რომ სასამართლო რეფორმა, რა ფორმატშიც „ოცნება“ იმუშავებს, პირველ რიგში მიმართული იქნება გავლენის ჯგუფების აღმოფხვრისკენ. დღეს მე არ მომისმენია, რომ ამ სამუშაო ჯგუფში განიხილონ რეალური დეოლიგარქიზაციის საკითხი და ამ ოლიგარქში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდნენ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს