აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 820 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 820 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი სარაკეტო სისტემებსა და რადარებს მოიცავს. პენტაგონმა ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინელებს საარტილერიო საბრძოლო მასალებსაც მიაწვდიან.

აღნიშნული პაკეტი არის რიგით მე-14 სამხედრო დახმარების პაკეტი, ხოლო საერთო ჯამში, აშშ-მა უკრაინას 8,8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

როგორც მედია იუწყება, როგორც ახალი დახმარების პაკეტის ნაწილი, აშშ შეისყიდის ორ სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც NASAMS-ი, ნორვეგიის მიერ შემუშავებული საზენიტო სისტემა, რომელიც ასევე გამოიყენება თეთრი სახლისა და ვაშინგტონის კაპიტოლიუმის გარშემო, საჰაერო სივრცის დასაცავად. გარდა ამისა, პენტაგონი უკრაინას HIMARS-ებითაც დაეხმარება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები