რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს და საჰაერო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

"რუსებმა ქალაქს ქვემეხებიდან ესროლეს, შედეგ კი საჰაერო დარტყმა მიიტანეს. დაჭრილებს შორის არის 11 წლის ბავშვი", - აცხადებს კირილენკო.

ცნობილია, რომ 1-ელი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხა თავს. რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს