შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური ვეტო, დიდი ალბათობით, სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება, კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მივიღებთ

დიდი ალბათობით, სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება ვეტოსთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განუცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საკითხს კომიტეტებში განიხილავენ, პრეზიდენტის წარმომადგენელს კი შესაძლებლობა ექნება საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.

„საბოლოო ჯამში, ამ საკითხის განხილვა იქნება კომიტეტში. შესაძლებლობა ექნება პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომ წარმოადგინოს არგუმენტები. იმაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ წერილობითი სახით და მათ შორის ზეპირი განმარტებები, რომელიც პრეზიდენტმა ბრიფინგის დროსაც გააკეთა, თქვა რომ ეს იყო პოლიტიკური ვეტო, ანუ ნაკლებად იყო სამართლებრივად დასაბუთებული. დიდი ალბათობით, სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება ვეტოსთან დაკავშირებით. ამიტომ, იმსჯელებს კომიტეტი და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი