უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების მიერ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართია განადგურებული

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების მიერ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართია­ განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლენა შულიაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო სერვისების ონლაინ გვერდზე განაცხადი 220 ათასმა ადამიანმა შეიტანა, ვისი სახლიც ომის შედეგად განადგურდა. ყველაზე მეტად საცხოვრებელი ფონდი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

შულიაკის შეფასებით, დაახლოებით 800 ათასი ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე, რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად.

„რომ შევხედოთ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ამ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე, ეს 800 ათას ადამიანზე მეტია. 800 ათასი ადამიანი დარჩა თავისი სახლის გარეშე, ან სახლი საჭიროებს რემონტს“,- განაცხადა შულიაკმა.

მისივე ცნობით, სარეზერვო ფონდიდან ხელისუფლებამ 1,4 მილიარდი გრივნა გამოყო, რათა ცივი სეზონის დადგომამდე რაც შეიძლება მეტი საცხოვრებლის გარემონტება მოხდეს.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი