პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკში დამპყრობლებმა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხუთი კი დაჭრეს

გასული დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონში დამპყრობლებმა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ხუთი დაჭრეს. ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.

"2 ივლისს რუსებმა დონეცკის რეგიონში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი დობროპოლიეში", - აღნიშნა მან.

კირილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

პაველ კირილენკო ამბობს, რომ დონეცკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ გასული დღის განმავლობაში დამპყრობლებს შეტევითი ოპერაციები წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბრიტანული დაზვერვის უახლესი მონაცემებით, რუსეთი იყენებს ვაგნერის დაქირავებულ პილოტებს გაწვრთნილი პერსონალის ნაკლებობის გამო.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის არმია ნებისმიერ ფასად აპირებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას, რათა 24 თებერვლიდან მოყოლებული წარუმატებლობის შემდეგ რაიმე შედეგი აჩვენოს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს