უკრაინული მხარე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პრორუსმა სეპარატისტებმა ლისიჩანსკზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინული მხარე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პრორუსმა სეპარატისტებმა ლისიჩანსკზე კონტროლი დაამყარეს

პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა უკრაინის ეროვნული გვარდიის პრეს-სპიკერმა რუსლან მუზიჩუკმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა, რომ ქალაქი ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

„ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკის მახლობლად, თუმცა, საბედნიეროდ, ქალაქი არ არის გარშემორტყმული და ის უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა მუზიჩუკმა.

რუსულმა მედიამ აჩვენა კადრები, სადაც ასახულია სეპარატისტების მიერ ლისიჩანსკის ქუჩებში მსვლელობა, რა დროსაც ისინი დროშებს აფრიალებენ.