სლავიანსკის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ძლიერი დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ცარიელი კედლებია დარჩენილი

მხოლოდ ცარიელი კედლებია დარჩენილი, - ასე აფასებს სლავიანსკის მერის მოადგილე იური პოდლესნი, BBC-სთან საუბრისას რუსული ძალების მიერ ქალაქის მასობრივ დაბომბვას.
მისივე თქმით, ქალაქში არის ნამსხვრევები და ერთი კორპუსი ძალიან დაზიანდა.
"მხოლოდ ცუდი სიტყვები მაქვს ამ ყველაფრის აღსაწერად. ბევრი ნამსხვრევებია, ერთი კორპუსი ძლიერად დაზიანდა, ბომბების ტალღამ ისეთი სურათი შექმნა, თითქოს იქ არავინ ცხოვრობდა. მხოლოდ ცარიელი კედლებია დარჩენილი", - განაცხადა პოდლესნიმ.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით სლავიანსკი მასობრივად დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე, 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15 კი - დაშავდა.

























