„ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერები ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიემართებიან

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიემართებიან.

მსვლელობის მონაწილეებმა ევროკავშირის დიდი ზომის დროშა გაშალეს.

პარტიის ლიდერებთან ერთად აღნიშნულ მსვლელობას რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიჰყვებიან.

„ლელოს“ წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას „შინ ევროპისკენ“ შეუერთდებიან. აქცია "შინ ევროპისკენ", რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით ტარდება, 20:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს