ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯერჯერობით, შეუძლებელია ლისიჩანსკზე რუსების სრული კონტროლის შესახებ საუბარი

არსებობს რისკი, რომ ლუგანსკის რეგიონი რუსეთის ჯარებმა დაიპყრონ, მაგრამ ჯერჯერობით, შეუძლებელია ლისიჩანსკზე რუსების სრული კონტროლის შესახებ საუბარი. ბრძოლები მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანიზთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არსებობს ისეთი რისკები, რომ მთელი ლუგანსკის რეგიონი იქნება ოკუპირებული. არის ასეთი რისკები, ჩვენ გვესმის, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გესმოდეთ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასე უკვე იყო, როცა გარკვეული ადგილები ყოველდღე ერთი მხარის კონტროლიდან მეორეზე გადადიოდა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა სიტუაცია ყველაზე რთულია ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ არის „ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები“ სხვა მიმართულებებზე.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის ამოცანაა რუსეთის ჯარებზე საცეცხლე უპირატესობის მოპოვება.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაფერს აკეთებენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დააჩქარებდა საცეცხლე უპირატესობის უზრუნველყოფას.

"მაშინ ჩვენ უფრო მეტ ზეწოლას მოვახდენთ რუსეთზე ამ მიმართულებით", - დასძინა პრეზიდენტმა.

როგორც Ukrinform იტყობინება, ავსტრალიის პრემიერ - მინისტრი კვირას, 3 ივლისს უკრაინაში იმყოფება. იგი ეწვია რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ბუჩას, ირპინს და გოსტომელს და შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ შეატყობინა. ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე