ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არაფერს თმობს, ყველა ტერიტორიაზე დავბრუნდებით

ოკუპანტებს შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიყენონ ათიათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს და, რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არაფერს თმობს და თანდათან წინ მიიწევს ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე.

„თუ ჩვენი არმიის სარდლობას გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს აქვს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით.

უკრაინა არაფერს თმობს. როდესაც ვინმე იქ, მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ - დაე, გაიხსენოს მათი დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა. დაე, რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამისთვის. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ - ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე: „ზმეინი“ ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან