უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 47 ოკუპანტი, საარტილერიო დანადგარები და ჰაუბიცა გაანადგურეს

უკრაინის სამხრეთ ნაწილში განადგურდა 47 რუსი ოკუპანტი, მტრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ჰაუბიცა, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.
მათივე ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე ასევე განადგურდა მტრის ჯავშანტექნიკის სამი ერთეული და რადიოელექტრონული სადაზვერვო სადგური.
„დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დადასტურებულმა დანაკარგებმა შეადგინა 47 რაშისტი, ორი თვითმავალი დანადგარი, Msta-B ჰაუბიცა, რადიოლოკაციური სადგური “, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

























