ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, დასავლელი პარტნიორები კიევს არ უბიძგებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

„როგორ დასრულდება ომი, ეს საკითხი ღიაა. ახლა ომი ბრძოლის ველზე მიმდინარეობს, მაგრამ მოლაპარაკების პერსპექტივა არსებობს. მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან,“- აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მას მოლაპარაკებების დაწყებისას მტკიცე პოზიცია ჰქონდეს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს