უკრაინის გენშტაბი - მტერმა მდინარე სევერსკი დონეცი გადალახა

კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა მდინარე სევერსკი დონეცი გადალახა და ლისიჩანსკის და ბელოგოროვკის დასახლებების ტერიტორიებზე იკიდებს ფეხს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფება, არმიის ავიაციის მხარდაჭერით, ორიენტირებულია უკრაინული ძალების მოქმედებების შეკავებაზე და მათი შეტევაზე გადასვლის თავიდან აცილებაზე.

„პრუდიანკას დასახლების მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტკიცედ აღკვეთეს მტრის თავდასხმის მცდელობა.

თავდაცვის ძალების კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემის ჩაშლის მიზნით, მტერი აქტიურად იყენებს რადიოელექტრონულ საბრძოლო კომპლექსებს,“- ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები თავდასხმის ოპერაციების საშუალებით ცდილობენ დაამყარონ კონტროლი ბოხოროდიჩნეს, მაზანივკასა და დოლინის დასახლებებზე. ბრძოლა გრძელდება.

„მტერი, შეტევის განახლებისთვის, მობილიზაციას ახორციელებს. ამ მიზნით ქალაქ იზიუმის რაიონიდან სნიჟკივკას დასახლების მიმართულებით ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს და განალაგეს დამატებითი საარტილერიო ქვედანაყოფები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა გააძლიერა უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვა არტილერიით და მასიური სარაკეტო დარტყმები მიაყენა პოკროვსკის, ბერესტოვის, სპირნესა და ვუჰლეჰირსკის თბოსადგურის ტერიტორიებს.

„არტილერიის მხარდაჭერით, მტერი უშედეგოდ ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ვასილივკას, ბერესტოვის, სპირნეს, კლინოვისა და მაიორსკის დასახლებების ტერიტორიებზე. ავდიევკასა და კურახივკას მიმართულებით, ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პობიედას და მარინკას დასახლებების მიმართულებით. მტრის მოიერიშე თვითმფრინავმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ავდიევკასა და მარინკას აღმოსავლეთ გარეუბანში,“- აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე, მტერი ახორციელებს სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეკავებისა და სხვა მიმართულებით გადაყვანის აღკვეთის მიზნით.

„იუჟნობუჟსკისა და ტავრისკის მიმართულებით, აგრესორის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დაკარგული პოზიციების დაბრუნების მცდელობაზე ივანივკას, პოტემკინესა და მირნის დასახლებებში და ჩვენი ჯარების მიერ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში კონტრშეტევითი მოქმედებების განხორციელების თავიდან აცილებაზე,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა