საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 105.6 მილიონი ლარის გადაჭარბებით, ანუ 111%-ით შეასრულა.
სამინისტროს ცნობით, უწყების 2022 წლის პირველი 6 თვის დამტკიცებული გეგმა 975.3 მილიონ ლარი იყო, ხოლო ბიუჯეტის შესაძლო საკასო შესრულებამ 1 მილიარდ 80.9 მილიონი ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 95 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10%-ით გაზარდა.
„სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მაღალბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, 692.4 მილიონი ლარი აითვისა, რაც დამტკიცებული გეგმის 117%-ია.
106%-ით შეასრულა დამტკიცებული გეგმა შპს „,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და 137.3 მილიონი ლარის ათვისება შეძლო.
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ პროექტები 235.2 მილიონი ლარით დაფინანსდა, რამაც გეგმის 101%-ს შეადგინა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"