ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 36 200 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 36 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1589 ტანკი, 3754 ჯავშანმანქანა, 804 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 658 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 144 - ფრთოსანო რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2629 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 65 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს