ირაკლი კობახიძე - როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა იმაში, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს აქციების ჩატარების არავითარი რესურსი არ აქვთ, რადგან მათ ხალხი ზურგს არ უმაგრებთ.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობენ.

„ეს არის ის, რაშიც ეს ადამიანები ბაკურიანში დაატრენინგეს, როცა აკერმანი იყო ჩამოსული, ის არის რევოლუციების ექსპერტი, თუმცა ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან, ამ ყველაფერს მაინც სჭირდება ერთი რამ, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხის მხარდაჭერა ზურგს არ გიმაგრებს, ამ შემთხვევაში ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის. როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა იმაში, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას უშვებენ მხედველობიდან და თვითონ იყენებენ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მაგალითად, გუშინ ჩაიყენეს. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ ერთი მარტივი მიზეზი გამო - ხალხის მხარდაჭერა ზურგს არ უმაგრებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე