ჩიკაგოს მახლობლად დამოუკიდებლობის დღის აღლუმის დროს სროლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩიკაგოს მახლობლად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს, ხუთი ადამიანი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ღონისძიება, რომელიც ჰაილენდ პარკში, ჩიკაგოს გარეუბანში მიმდინარეობდა, დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოულოდნელად შეჩერდა, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ფესტივალი გაუქმდა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქალაქის ცენტრში გასვლას თავი აარიდონ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს