ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერი უნდა გავტეხოთ, ამას ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს

მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მოწინააღმდეგის გატეხვა, რაც დიდ დროს და ძალას მოითხოვს, მაგრამ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს.

„ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს - ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სოციალური სერვისების დასაბრუნებლად, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად უზარმაზარი ფინანსები სჭირდება.

„უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და ყოველ კვირას ახლები ემატება. ყველა მათგანმა განიცადა ფართომასშტაბიანი განადგურება. ეს ნიშნავს კოლოსალური სახსრების საჭიროებას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სამედიცინო და სოციალური სერვისების დასაბრუნებლად, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის აღდგენის დაწყება დღესვეა საჭირო.

„უკრაინის აღდგენა არ არის მხოლოდ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს არის ასევე ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. გავაკეთოთ ახლავე,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები