სოფელ ახალაბასთუმანში,  ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ჭერის ჩამონგრევის შედეგად, ერთი პირი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, ყოფილი სკოლა- ინტერნატის შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ერთი პირი დაშავდა.

დაშავებული მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

„წუხელ კედელი ცვიოდა, გვეშინოდა, მაგრამ მაინც გავჩერდით. 14 მაისს მე დავშავდი, სასწრაფოთი წამიყვანეს. 7-8 წელია აქ ვცხოვრობთ. რამდენჯერმე მივმართე, ყველამ მომატყუა. ქირით რატომ არ ცხოვრობო. 8 ქულა მოგვივიდა, სიაში ვიყავით, მაგრამ სხვას მისცეს ჩემს მაგივრად. სად უნდა წავსულიყავით არსად არ მომცეს თავშესაფარი",- განაცხადა დაშავებულის მეუღლემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერის წარმომადგენელმა ახალაბასთუმანში ხუტა თოდუამ განუცხადა, აღნიშნული შენობა დალუქული იყო. მისივე ინფორმაციით, აქ ოთხი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც თვითნებურად არიან შესახლებული.

რაც შეეხება დაშავებულს, თოდუა ამბობს, რომ მის ოჯახს ფულადი დახმარება უკვე მიღებული აქვს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის