საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში, N2 "ახალციხის" სამმართველოს, N9 სექტორი "სამება" სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს სასაზღვრო პუნქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, სოზარ სუბარი, ელისო ბოლქვაძე, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი იმყოფებიან.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"