უკრაინაში "კომუნისტური პარტიის" საქმიანობა აკრძალეს

სასამართლომ "უკრაინის კომუნისტური პარტიის" საქმიანობა აკრძალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს დაასრულა "უკრაინის კომუნისტური პარტიის" აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი: აკრძალულია "უკრაინის კომუნისტური პარტიის" საქმიანობა. პარტიის ქონება, ფულადი სახსრები და სხვა აქტივები, მისი რეგიონული, საქალაქო, რაიონული ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურული ორგანიზაციები სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოს განცხადებით, "კომუნისტური პარტიის" აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების სრული ტექსტი უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა