უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ უკრაინული მედია საჰაერო თავდასხმის სპეციალური რუკის მიხედვით იუწყება.

რუკის მიხედვით, ადგილობრივი დროით, 19:42 საათისთვის განგაში გამოცხადდა ყველა რაიონში, გარდა მიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებისა.

სოციალურ ქსელებში თვითმხილველები აქვეყნებენ რაკეტების ამსახველ ვიდეოებს, რომელიც მათ უკრაინის თავზე შენიშნეს. კონკრეტულად, რა წარმოადგენს ოკუპანტების სამიზნეს, ჯერჯერობით უცნობია.

კერძოდ, ქვეყნდება ხმელნიცკის რაიონში მტრის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კვამლის ფოტოები, თუმცა აღნიშნულს ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს