მიშელ ბაჩელეტი - უაზრო ომის ყველა მსხვერპლის სახელით უნდა შეწყდეს მკვლელობები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა უკრაინაში რუსეთის "უაზრო ომი" დაგმო და მოითხოვა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის "აუტანელი" ტანჯვა.

„საომარი მოქმედებების მეხუთე თვეში შევდივართ, უკრაინაში კონფლიქტის აუტანელი დანაკარგი მატულობს. ამ უაზრო ომის ყველა მსხვერპლის სახელით უნდა შეწყდეს მკვლელობები, წამება, თვითნებური დაკავება“, - განაცხადა ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელიც 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

"სამოქალაქო მსხვერპლის დიდი რაოდენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ნგრევის სიდიდე მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა ბაჩელეტმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმები არ შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ბაჩელეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ გაცილებით დაბალი მასშტაბის მიუხედავად, ასევე ჩანს, რომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინელი სამხედროები სრულად არ დაემორჩილნენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს