ანტონიო გუტერეში - უკრაინის რეკონსტრუქცია და აღდგენა გრძელი გზა, მაგრამ ახლავე უნდა დავიწყოთ

გაერო უკვე ამზადებს საფუძველს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის, ეს არის გრძელი გზა, მაგრამ ახლავე უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„სახლების, სკოლების, საავადმყოფოების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანისა და განადგურების აღდგენას წლები დასჭირდება“, - დასძინა გუტერეშმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გაერო მზადაა იმუშაოს „უკრაინის აღდგენისა და განვითარების გეგმაზე“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 750 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ქვეყნის აღსადგენად ომის დროს და ომის შემდეგ.

სამ ეტაპად გაშლილი გეგმა პირველ რიგში ითვალისწინებს ხიდებისა და წყალმომარაგების დროებით აღდგენას. 2023 წლიდან 2035 წლამდე სკოლები, საავადმყოფოები და სახლები უნდა აღდგეს. ბოლო ეტაპი კი უკრაინას თანამედროვე, მწვანე, ციფრულ ეკონომიკაში გადაიყვანს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი